დაგვიკავშირდით 0322 508 106


საზოგადოება

საქართველოს
კარდიოლოგთა

Our people and society

We always put the

patients first

We always put the

patients first


საზოგადოება

საქართველოს
კარდიოლოგთა

Our people and society

Best Treatment for

healthy life


საზოგადოება

საქართველოს
კარდიოლოგთა

Medical & General Care!

Our Services

Proactively revolutionize granular customer service after pandemic internal or "organic" sources istinctively impact proactive human

Medical Advices & Checkup

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

Cardiovascular for Women’s

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

Heart Checkup or Cardiovascular

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

Laboratory & Pathology Drag

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

Family Physician & Doctor

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

Hematology and Super Cool

Continually evisculate goal-oriented portals rather than prospective channels. excellent customize life

გვინდა გაცნობოთ, რომ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გაიზარდოს ყოველწლიურ კონგრესში 40 წლამდე ასაკის კარდიოლოგებისათვის მონაწილეობის მსურველთა უფასო რეგისტრაციის კვოტა. დეტალებს 2025 წლის მაისის ბოლოს გაცნობებთ.
უფასო რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ კარდიოლოგი იყოს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მოქმედი წევრი და გადახდილი ჰქონდეს საზოგადოების 2025 წლის საწევრო გადასახადი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დებულების თანახმად, აქტიური წევრობის სტატუსის გასაგრძელებლად, აუცილებელია, გადახდილი იყოს 2025 წლის საწევრო გადასახადი.
შესაბამისად, არააქტიურ წევრებზე საზოგადოების ნამდვილი წევრობის ცნობა არ გაიცემა და კარდიოლოგი ასევე ავტომატურად კარგავს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრობასაც.

#გახდისაქართველოსკარდიოლოგთასაზოგადოებისწევრი 
რეგისტრაცია 

ძვირფასო კოლეგებო,
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გილოცავთ გულის მსოფლიო დღეს! ❤️🫀

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია – “დისლიპიდემიის მართვის თანამედროვე გამოწვევები: გაიდლაინებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე” გაიმართა. კონფერენციაზე განხილული იქნა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების (ESC) დისლიპიდემიის გაიდლაინის უახლესი განახლებები და კლინიკური რეკომენდაციები.

ქართველ წამყვან კარდიოლოგებთან ერთად მოხსენებები წარადგინეს ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (European Atherosclerosis Society, EAS) საპატიო პრეზიდენტი კაუსიკ რეი და თურქეთის პრევენციული კარდიოლოგიისა და ათეროსკლეროზის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე პროფესორი ბარიშ გიუნგორი.

ლექციების სანახავად გადადით ლინკზე: ლექციები

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – “დისლიპიდემიის მართვის თანამედროვე გამოწვევები: გაიდლაინებიდან კლინიკურ პრაქტიკამდე” და იგი სრულად დაეთმობა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების (ESC) დისლიპიდემიის გაიდლაინის უახლეს განახლებებსა და კლინიკურ რეკომენდაციებს.

ქართველ წამყვან კარდიოლოგებთან ერთად მომხსენებლები იქნებიან ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (European Atherosclerosis Society, EAS) საპატიო პრეზიდენტი კაუსიკ რეი. ინგლისელი პროფესორი წამყვანი მკვლევარია გლობალურ კლინიკურ კვლევებში, ახალი თერაპიების შემუშავების და კორონარული დაავადებების პრევენციის სფეროში, განსაკუთრებით ქოლესტერინის, ლიპიდების და მეტაბოლური დაავადებების მიმართულებით.

თურქი კარდიოლოგების გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებს, აგრეთვე, თურქეთის პრევენციული კარდიოლოგიისა და ათეროსკლეროზის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე პროფესორი ბარიშ გიუნგორი.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჩვენს სპონსორებს მე-9 კონგრესის ორგანიზებაში და აქტიური მონაწილეობისთვის

შეგახსენებთ, რომ 4 და 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე -9 კონგრესი.
სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ მაღალი ინტერესი – კონფერენციას 400-ზე მეტი კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, კარდიოქირურგი, რითმოლოგი, ოჯახის ექიმი, რეზიდენტი და თერაპევტი ესწრებოდა. იგი აკრედიტებული იყო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

კონგრესი გაიხსნა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის პროფესორ არჩილ ჩუხრუკიძის ანგარიშით, შემდეგ საზოგადოებას მიესალმა გულის ფონდის დამფუძნებელი პროფესორი მერაბ მამაცაშვილი.

აღანისაშნავია, რომ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, არჩილ ჩუხრუკიძის ინიციატივით, დაწესდა კარდიოლოგიის ფუძემდებლების მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გულნარა ჩაფიძის ჯილდოები.
მ. წინამძღვრიშვილის ჯილდო გადაეცა დამსახურებულ კარდიოლოგებს, პროფესორებს ბონდო ქობულიასა და ირაკლი მეგრელაძეს.
ხოლო ინოვაციების დანერგვისათვის კარდიოლოგიაში გულნარა ჩაფიძის სახელობის ჯილდო გადაეცა პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილს.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წესდების თანახმად ვადის ამოწურვის შემდგომ ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები – საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ იქნა და ხმათა უმრავლესობით აირჩა რუსუდან აგლაძე, განახლდა და დამტკიცდა გამგეობის წევრთა სიაც.

კონგრესის სამეცნიერო ნაწილი გაგრძელდა გაერთიანებული სესიით – ახალი გაიდლაინების ძირითად აქცენტებზე საუბრით, ხოლო დეტალურად განხილული იქნა შემდგომ სესიებზე.
ორდღიან დატვირთულ პროგრამაში გამოსახულებითი კვლევების, ინტერვენციული კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის, გენეტიკის, არტერიული ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგიის სხვა სიახლეებს დამოუკიდებელი სესიები დაეთმო.
საინტერესო დისკუსია, დამსწრე საზოგადოების ჩართულობა მეტად საინტერესოს ხდიდა კონფერენციას.

პროფესორ არჩილ ჩუხრუკიძის ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ფაქტის პოპულარიზაციის, უეცარი სიკვდილის პრევენციის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობით მადლიერების ნიშნად “ექსპო ჯორჯია”-ს საგამოფენო ცენტრს გარეგანი დეფიბრილატორი საჩუქრად გადასცა.

მეტი სურათი იხილეთ ბმულზე – საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-9 კონგრესი

მიმდინარე წლის 4–5 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-9 კონგრესი. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოების გამგეობისა და პრეზიდენტის არჩევნები.

საზოგადოების წესდების შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ მხოლოდ მოქმედ და აქტიურ წევრებს.
გთხოვთ იხილოთ თანდართული სია (თქვენი გვარი შეგიძლიათ მოძებნოთ ანბანის მიხედვით) და მობრძანდეთ 4 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან “ექსპო ჯორჯია”-ს მე-3 პავილიონში.
მისამართი: 118 წერეთლის გამზირი, თბილისი

დამატებით საინფორმაციო ელ-ფოსტას და ინსტრუქციას თუ როგორ შეძლებთ მონაწილეობის მიღებას მიიღებთ აღნიშნული დღის დილის 9 საათისთვის.

“ჰანიველ ცემენტი”-ს მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 “თბილისიმარათონი” 28 სექტემბერს გაიმართება.

მარათონი 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და მასში წელს რეკორდულად დიდი რაოდენობა – 3500 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისიმარათონი 3 გარბენს მოიცავს:
ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს და მასში არა მარტო სპორტსმენები, არამედ უცხოელი მორბენალები, ოჯახები ბავშვებითა და ასევე შშმ პირები მონაწილეობენ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საბერძნეთის საელჩოა.
რეგისტრაციიდან შესული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.

28 სექტემბერს დაგეგმილ გარბენს უერთდება საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება და საქართველოს გულის ფონდი.
კარდიოლოგის საზოგადოების წევრებსა და კოლეგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და მხარდაჭერის მიზნით, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია “თბილისიმარათონი”-ს ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით მითითებულ ბმულზე – თბილისიმარათონი

ველით თქვენს გამოხმაურებასა და მხარდაჭერას
გისურვებთ ჯანმრთელობას

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება ეროვნული საზოგადოებების პრეზიდენტებს საშუალებას აძლევს წარდგენილი იქნას რამდენიმე გამორჩეული კარდიოლოგის კანდიდატურა ESC Fellowship – ისათვის სამეცნიერო, კლინიკურ და საექთნო ნაწილში.
აღნიშნული სტატუსზე წარდგენილი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ESC-ის მიერ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებს.

გთხოვთ, კარდიოლოგთა საზოგადოების მეილზე geoscardiology@gmail.com (სამეცნიერო დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად) გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• თქვენი მოკლე CV, აკადემიური დიპლომის ასლი (MD, PhD, ან ექთნის დიპლომი);
• გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის სათაური (მიუთითეთ ლინკი), აუცილებელია, რომ წარდგენილი პუბლიკაციებიდან უნდა ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს;
• რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ მინიმუმ 5 პუბლიკაციაზე უნდა იყოთ პირველი/ბოლო ავტორი;
• მიუთითეთ პრიორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალები კლინიკურ დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად;
• გამოქვეყნებული მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაციის სათაური (მიუთითეთ ლინკი). აუცილებელია, რომ წარდგენილი პუბლიკაციები უნდა ეხებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე უნდა იყოთ პირველი / ბოლო ავტორი;
• აუცილებელია მინიმუმ სამი წლის კლინიკური გამოცდილება, როგორც სერთიფიცირებული კარდიოლოგის საექთნო დარგში FESC კანდიდატურაზე წარსადგენად;
სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) სადაც უნდა აღწეროთ და დაასაბუთოთ ESC მისიაში შეტანილი წვლილისთვის მინიმუმ ორი:
ა) პროფესიული ხელმძღვანელობა (მაგ.: უფროსი ექთანი)
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ადვოკატირება
დ) პროფესიული წევრობა

აუცილებელია, რომ დოკუმენტაცია წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ FESC სტატუსის კანდიდატურის დოკუმენტაციის ატვირთვის ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.

ჩაეწერე უფასო სამედიცინო კონსულტაციაზე?

ექიმები ერთიანდებიან შენი გულისთვის!🫀

მაღალი წნევა აზიანებს გულს და სხვა სამიზნე ორგანოებს, აუცილებელია მისი ადრეული გამოვლენა.
ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ფარგლებში, 5 და 6 ივლისს ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები “ექსპო ჯორჯია” -ს მე-4,5 პავილიონებში.

ადგილები შეზღუდულია – კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკე ახლავე, ნომერზე: 0800 100 121 / 0800 100 123 (ზარი უფასოა)
მისამართი: ა. წერეთლის გამზ. N118

გიწვევთ ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “გულის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მკურნალობა მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის გამოყენებით”.

ღონისძიების გახსნა, მისასალმებელი სიტყვა:
პროფ. ზურაბ ფაღავა, M.D., Ph.D. FESC. საქართველოს გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე კარდიოლოგიაში და შინაგან სნეულებებში.

პროგრამა იხ. ბმულზე.

ა(ა)იპ ჯანდაცვის ინოვაციებისა და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმის მიერ სსპი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი FR-23-22382:
“ახალი ბიოლოგიური მარკერების კვლევის ეროვნული პლატფორმა გულის უკმარისობის პროგნოზის ოპტიმიზაციისათვის”.

პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ ჯანდაცვის ინოვაციებისა და იმპლემენტაციის კვლევითი პლატფორმა
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება
  • საქართველოს ტელერადიოლოგიის და ტელემედიცინის ასოციაცია

საგანმანათლებლო-დამხმარე მასალა იხ. ბმულზე

 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების უშუალო მონაწილეობით 2025 წელს ახალგაზრდა ქართველ ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ, საქართველოდან ჩააბარონ ბაზისური კარდიოლოგიის ევროპული გამოცდა EECC (European Exam in Core Cardiology).

აღნიშნული გამოცდა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) და ევროპის სამედიცინო სპეციალობების კარდიოლოგიური სექციის (UEMS-CS) თაოსნობით და მასში მონაწილოებას ღებულობენ კანდიდატები მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. 2023 წელს EECC გუნდს საქართველოც შეუერთდა და აღნიშნული გამოცდა წარმატებით ჩააბარა ორმა ქართველმა ექიმმა.

ბაზისური კარდიოლოგიის ევროპულ გამოცდაზე დაიშვებიან დამამთავრებელი წლის რეზიდენტები.

წელს კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2025 წლის 2 მარტამდე.
გამოცდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება 2025 წლის 17 ივნისს.

18 მარტიდან 3 თვის მანძილზე კანდიდატებს ექნებათ წვდომა საგამოცდო მასალებზე (სალექციო მასალა, ელექტრონული სახელმძღვანელოები, ვებინარები) და გამოცდამდე ერთი თვით ადრე ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სატესტო გამოცდა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

Email: eeccgeorgia@gmail.com
Tel: 995593788118

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ინიციატივითა და ურთიერთთანამშრომლობით, წელს, უკვე მეორედ, მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია ავთანდილ ჯორბენაძის მემორიალური რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების, პრეზენტაციისა და დისკუსიის უნარის გაზრდაა.

პირველი წარმატებული ღონისძიების შემდგომ, დამფუძნებლების გადაწყვეტილებითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით, კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ რეზიდენტს კარდიოლოგიასა და მომიჯნავე სპეციალობებში.

გთხოვთ, ამა წლის 15 მარტამდე გამოგვიგზავნოთ პრეზენტაცია საინტერესო, იშვიათი კლინიკური შემთხვევების შესახებ თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან. თქვენი პრეზენტაცია, შესაძლოა, ეხებოდეს კარდიოვასკულური დაავადებების / შემთხვევების ან/და გამოსავლის სტატისტიკურ ანალიზს.

მიღებულ პრეზენტაციებს განიხილავს საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და კარდიოლოგიური პროფილის უწყვეტი სამედიცინო და დიპლომისშემდგომი განათლების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი.

12 შერჩეულ მოხსენებას ავტორები მიმდინარე წლის ივნისში წარადგენენ ფართო აკადემიური დარბაზის წინაშე. მათგან საუკეთესო მომხსენებელი დაჯილდოვდება.

გთხოვთ, პრეზენტაციები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: residentsconference@gmail.com

საკონტაქტო პირები: მარიამ ლომიძე (ტელ.: 593123230); რუსუდან აგლაძე (ტელ.: 593788118).

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი: ecc.ge
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი: angio.ge

გისურვებთ წარმატებებს!

კონფერენცია "საუბრები ჰიპერტენზიაზე" გაიმართება 7 თებერვალს

მიმდინარე წლის 7 თებერვალს 18:00 სთ-ზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია “საუბრები ჰიპერტენზიაზე”.
შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაცია.

გთხოვთ მობრძანდეთ.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე.

30 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, რითმოლოგი კახა ეცადაშვილი. ჩვენი კოლეგა თავის მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა აქციაზე და, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, თავისუფლების აღკვეთისას საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება გმობს ყოველგვარ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ! ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მივმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და სამართალდამცავ ორგანოებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი კოლეგის სათანადო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ჩვენი კოლეგა, რათა მან შეძლოს პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ასევე, კატეგორიულად ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას და საქართველოს კონსტიტუციის 78 – ე მუხლის უგულებელყოფას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ევროსტრუქტურებში გაერთიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი!

სოლიდარობა უკრაინელ ერს

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და კოლეგებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ცეცხლსასროლი იარაღით ასრულებენ. რუსული არმიის ამ გაუმართლებელი შემოჭრის ფონზე, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი გამბედაობით. ჩვენ ვგრძნობთ თქვენს ტკივილს და ვხედავთ უზარმაზარ ფასს, რომელსაც თქვენი ქვეყანა იხდის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ქართველი ექიმები, ჩვენი საზოგადოების წევრები მზად არიან მაქსიმალურად გაგიწიონ მხარდაჭერა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს, ღმერთმა დაგლოცოთ და გადაარჩინოთ თქვენი ქვეყანა ძვირფასო კოლეგებო.

smiley covid recovery center female doctor checking elder patient s blood pressure
30+

წლიანი გამოცდილება

ჩვენ შესახებ

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობა წარიმართება არამომგებიანი ორგანიზაციის პრინციპებით.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, იზიარებს მის ძირითად პრინციპებს და მოქმედებს მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

გაწევრიანდი
სიახლეები და ღონისძიებები

ჩვენი მისია

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობა წარიმართება არამომგებიანი ორგანიზაციის პრინციპებით.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება არის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, იზიარებს მის ძირითად პრინციპებს და მოქმედებს მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

საზოგადოების მისია: საქართველოში კარდიოვასკულარური დაავადებებით გამოწვეული ავადობის ინვალიდიზაციისა და ლეტალობის შემცირების ხელშეწყობა.

მოქმედი და საპატიო პრეზიდენტები

პარტნიორები

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება

გახდი ჩვენი საზოგადოების წევრი

0322 508 106   geoscardiology@gmail.com

ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11, 0186